A1 ბანერი

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებზე, ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე და მობილურ ინტერნეტს ბონუსად

მობილური ოპერატორი “ვიონი საქართველო” (ბრენდი ბილაინი), საერთაშორისო ჯგუფის “ვიონი” წევრი, ბაზარზე შემოსვლიდან 12 წლის აღსანიშნავად მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებზე და მობილურ ინტერნეტს საჩუქრად. შეთავაზება ძალაშია 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით და მოიცავს:

• ნებისმიერი ბრენდის სმარტფონის (გარდა Apple -ისა) შეძენისას ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში;
• ფასდაკლებას Apple-ის სმარტფონებზე და 64 გბ ბილაინის მობილურ ინტერენტს საჩუქრად ყოველთვე;
• სპეციალურ ფასს Huawei Y სერიის სმარტფონებზე და ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.

მხოლოდ 15 მარტს ბილაინის აბონენტები, ასევე, ისარგებლებენ სპეციალური ფასებით ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე, მათ შორის: 1 გბ 1 ₾, 3 გბ 3 ₾, 12 გბ 12 ₾, 20 გბ 15 ₾, 300 წუთი ყველა ადგილობრივ ქსელთან 3 ₾, ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან 12 ₾, ულიმიტო ერთთვიანი სმს 2 ₾, ტარიფი “ლურჯი” 6 ₾, “ფრივოლუშენის” ტარიფი “ულიმიტო” 15 ₾.

ბილაინი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, მათ შორისაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi. სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია, ეწვიოს ბილაინის 36 მაღაზიას საქართველოს მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...