ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა აშშ-ში COVID19-ის გავრცელებას შეუწყო ხელი

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი მიიჩნევს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა მხოლოდ კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი ქვეყანაში.

”ჩვენ ვიჩქარეთ, არ გვქონდა ხალხის ტესტირების ან იზოლირების საშუალება. ამან ინფიცირების გავრცელება გამოიწვია. თქვენ იცით, რომ აკრძალვებმა გაზარდა მისი გავრცელების მაჩვენებლები”, – განმარტა გეითსმა Fox News-თან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ გეითსი ადრეც კრიტიკულად უყურებდა აშშ-ს მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას. ამჟამად შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებული და დაღუპული ადამიანების რაოდენობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად