ბილ გეიტსი აცრის გაკეთებისას: 65 წლის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შემიძლია COVID19-ის ვაქცინა მივიღო
Microsoft–ის დამფუძნებელი და საქველმოქმედო ორგანიზაციის თანათავმჯდომარე ბილ გეიტსი კორონავირუსზე SARS-CoV-2 ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან თავის Twiiter-ზე ისაუბრა.
”65 წლის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ შემიძლია COVID-19 ვაქცინა მივიღო. ამ კვირაში პირველი დოზა მივიღე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობა ყველა მეცნიერს, კვლევის მონაწილეებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ჯანდაცვის პროფესიონალებს, რომლებიც ამ მომენტამდე მოღწევისათვის იბრძოდნენ”, – წერს გეიტსი.
One of the benefits of being 65 is that I’m eligible for the COVID-19 vaccine. I got my first dose this week, and I feel great. Thank you to all of the scientists, trial participants, regulators, and frontline healthcare workers who got us to this point. pic.twitter.com/67SIfrG1Yd
— Bill Gates (@BillGates) January 22, 2021