შემდეგი პანდემია, თუ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება 20 წლის შემდეგ გამოჩნდეს მსოფლიოში. ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა მსახიობ რაშიდა ჯონსის პოდკასტში განაცხადა,
“შემდეგი პანდემია, თუ გაგვიმართლებს, 20 წელიწადში გამოჩნდება. ამასთან, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება სამ წელიწადში მოხდეს”, – თქვა გეითსმა.
მილიარდერი, თავის მეუღლე მელინდასთან ერთად, ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდს, რომელმაც ასობით მილიონი დოლარი შესწირა კორონავირუსის ინფექციასთან საბრძოლველად.
მეწარმის თვალსაზრისით, მთელი მსოფლიო და სხვადასხვა ქვეყნები მიუახლოვდებიან საშიში დაავადების მომდევნო აფეთქებას უფრო მომზადებული, ვიდრე ახლა.
“თითქმის ყველა სახელმწიფო იმოქმედებს სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის მსგავსად. მათ აჩვენეს ეფექტურობა ხალხის ტესტირებასა და კარანტინების შემოღებაში. ჩვენი ტესტირების ობიექტები ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ახლა და მეორედ არ ვიქნებით სულელები”, – თქვა მან.