“ბიგმაკის ინდექსის” მიხედვით, რუბლი, დოლართან შედარებით ყველაზე დაუფასებელ ვალუტაა

რუბლი, დოლართან შედარებით მნიშვნელოვნად დაუფასებელ ვალუტად რჩება, ამის შესახებ ჟურნალი The Economist-ი , „ბიგმაკის ინდექსის“ ახალ მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ინდექსის მეშვეობით დგინდება ვალუტის მსყიდველთუნარიანობა McDonald’s-ში ბიგმაკის ღირებულებიდან გამომდინარე.

„ბიგმაკის ინდექსი“, რომლის დათვლასაც The Economist-ი 1986 წლიდან ახორციელებს, იქიდან გამომდინარეობს, რომ ინგრედიენტები, რომლისგანაც იგი ტრადიციულად მზადდება, ერთნაირფასიანი უნდა იყოს ყველა ქვეყნისთვის, სადაც კი რესტორნის ქსელი არსებობს.

მსყიდველთუნარიანობის პარიტეტის თეორიის მიხედვით, ვალუტის იდეალური მდგომარეობის შემთხვევაში, ერთი და იგივე თანხა რომ სხვადასხვა ვალუტაში გადაიყვანო, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ერთი მოცულობის პროდუქციის ყიდვა უნდა შეგეძლოს. ამგვარად, სხვადასხვა ქვეყნებში ბიგმაკის ღირებულებას შორის განსხვავების მიხედვით, შესაძლებელია დადგინდეს ამა თუ იმ ვალუტის დაუფასებლობა.

The Economist-ის ახალი შეფასების მიხედვით, დოლართან შედარებით, მსოფლიოს სხვა თითქმის ყველა ვალუტა დაუფასებელია. ამ მაჩვენებლით კი, რუსული რუბლი ბოლო ადგილს იკავებს, იგი აშშ დოლართან შედარებით 70%-ით დაუფასებელია. რუსეთში ბიგმაკი 1,65 აშშ დოლარი ღირს, როდესაც იგი ამერიკაში 5,58 აშშ დოლარია. ერთი წლის წინ, 2018 წელს, რუბლი 57%-ით დაუფასებელი იყო.

რეიტინგის ბოლოს წინა ადგილზე კი უკრაინული გრივნაა, რომელიც აშშ დოლართან შედარებით 65%-ით დაუფასებელია. The Economist-ის შეფასებით, მსოფლიოში სულ სამი ვალუტა არაა დაუფასებელი აშშ დოლართან მიმართებაში, ესენია შვეიცარული ფრანკი, ნორვეგიული კრონა და შვედური კრონა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...