ბიძინა ივანიშვილი: მეორე ტურის ჩატარების ალბათობა ორ ოლქში არსებობს

პარტია “ქართული დემოკრატიული საქართველოს” თავმდჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მეორე ტურის გამართვის ალბათობა ორ ოლქში არსებობს. თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

“დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი დღესაც სწორ არჩევანს გააკეთებს. პრინციპში, აქტიურობა მაღალია. დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატები დღეს დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

დღევანდელი არჩევნები თავისი მნიშვნელობით, ისევე როგორც ბოლო წლებში ქართველი ხალხის სწორი არჩევანით, ჩვენ მოვახერხებთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ სწორი მიმართულებით განვავითაროთ.

მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს. თუმცა, იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველივე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა უნდა გაიმარჯვონ”,-განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, მთაწმინდის ერთ-ერთ სააარჩევნო უბანზე პარტია “ქართული დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან და შვილთან, ბერა ივანიშვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...