ბიძინა კულუმბეგოვი: სპირალი და კონტრაცეპტივები აცრის წინააღმდეგ ჩვენებას ან დამატებით რისკის ფაქტორს არ წარმოადგენს!

ალერგოლოგ- იმუნოლოგი ბიძინა კულიმბეგოვი სოციალურ ქსელში წერსმ რომ ამ კითხვაზე – “მაინტერესებს, სპირალი ვისაც აქვს ჩადგმული ან უნდა ჩაიდგას აცრა პრობლემაც ხომ არ წარმოადგენს?” – ყველაზე მეტად აინტერესებთ პასუხი.

ექიმი კი პასუხობს “სპირალი, კონტრაცეპტივები და სხვა სასქესო ჰორმონების შემცველი მედიკამენტები აცრის წინააღმდეგ ჩვენებას ან დამატებით რისკის ფაქტორს არ წარმოადგენს!
ხშირად გამოგზავნილი შეკითხვების სერიიდან…”

ცნობისთვის, 22 აგვისტოს Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 159 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 708 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 451 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 803 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 514 744-ს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 771 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები
იტვირთება...