ბიძინა კულუმბეგოვი საპატრიარქოს: თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ გთხოვთ აღკვეთოთ ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიმართავს საქართველოს საპატრიარქოს, აღკვეთოს სასულიერო პირების ნაწილის მხრიდან საექიმო და საგანმანათლებლო პროცესში ხელშეშლის მცდელობები.

“მესტია, UNICEF! ❤️ p.s. სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა დღეს ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს. როგორც ბევრჯერ მოგვისმენია თქვენ არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელისშეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში!” – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში Facebook -ზე.

კომენტარები
იტვირთება...