ბიძინა კულუმბეგოვი: რომელ ქვეყანაში დამზადებულ AstraZeneca-ს ვაქცინას გავიკეთებთ არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ჯანმოს სტანდარტს აკმაყოფილებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში დამზადებულ AstraZeneca-ს ვაქცინით მოხდება მოსახლეობის იმუნიზაცია, რადგან AstraZeneca ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უყენებს.

ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვმა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“როდესაც ჩვენ ვამბობთ ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში, აი მაგალითად Apple-ის პროდუქცია ყველამ იცის, რომ რაღაც ერთეული გამონაკლისი ნაირსახეობა მათი პროდუქციისა, ჩინეთში იწარმოება, მაგრამ არავის არ მოსდის აზრად თქვას, რომ Apple ეს არის ჩინური კომპანია ხომ?! ეს არის ამერიკული ბრენდი.

ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც იქმნება, არა მარტო, ბევრი პრეპარატი, რომელსაც იგივე კომპანია „როშე“, “ასტრაზენეკა” ჰქმნის, ხშირად ისინი გლობალური ბაზრისთვის დიდი რაოდენობის წარმოების გამო და იაფი მუშახელის გამო იწარმოება სწორედ აზიის ქვეყნებში.

სტანდარტი არის ის, რასაც უყენებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ყველა მარეგულირებელი სისტემა, ამიტომ, მე სად დამზადებულ ვაქცინას გავიკეთებ, თუ იმის უკან დგას “ასტრაზენეკა” – არა აქვს ამას მნიშვნელობა, ის სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...