ბიძინა კულუმბეგოვი: „ფაიზერი“ და „მოდერნა“ ახლო პერიოდში ყველა მსურველისთვის ვერ იქნება

“მოლოდინი, რა თქმა უნდა, მქონდა, რომ “სინოფარმი” ავტორიზაციას გაივლიდა. ადამიანებს, რომლებსაც გარკვეულწილად ჰქონდათ ხინჯი, ისეთი ვაქცინა არ გაეკეთებინათ, რომელსაც არ აქვს ავტორიზაცია, ასევე ეშინოდათ უცხოეთში პასპორტის თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შექმნოდათ, ეს შიშები მოიხსნა და ლეგალურია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ევროკავშირის თანხმობას არ ნიშნავს”, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

“სინოფარმით” აცრილი ადამიანები ქვეყნიდან ქვეყანაში გადაადგილებას შეძლებენ თუ არა, ეს თავად ქვეყნებზეა დამოკიდებული.

სიმართლე გითხრა, არ ველოდი “სინოფარმზე” ასეთ აქტიურობას, თუმცა როდესაც “ასტრაზენეკაზე” არის ასაკობრივი შეზღუდვა და ელოდებიან ვაქცინებს, რომელიც როდის იქნება და რანაირად არ იციან, როგორც კი გამოჩნდა ვაქცინა, რა თქმა უნდა, დარეგისტრირდნენ.

ყველა მსურველისთვის ვერ იქნება “ფაიზერი” და “მოდერნა”. ყოველ შემთხვევაში ახლო პერიოდში, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ხალხმა, რომ დარეგისტრირდნენ, ეს ადამიანები არიან ძალიან მოტივირებულები”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...