ბიძინა კულუმბეგოვი: პანდემიის მართვის ტიპზე კითხვები არსებობს… ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანი

პანდემიის მართვის ტიპზე კითხვები არსებობს… ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანი, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“არ ვიცი, პანდემიის რა ტიპის მართვასთან გვაქვს საქმე. კითხვის ნიშნები არსებობს და პასუხები არ გაგვაჩნია. არის სრულიად ასინქრონული, არასისტემური მართვის პრინციპი. რაღაც ეტაპზე ერთს ვიყენებდით, შემდეგ მეორეზე გადავედით, სადღაც დერეგულაცია მოხდა, ჯარიმები ყველას ჩამოვაწერეთ, თითქოს დამთავრდა პანდემია. იმას ვიმკით ახლა რასაც ვიმსახურებთ.

მე ვემხრობი, რასაც ჩვენი სამხრეთის მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი აკეთებენ. ჩემთვის სამაგალითოა აზერბაიჯანი, ვაქცინაციის მაქსიმალური პროცენტული მოცვა და ჯერ კიდევ ზომიერი, არადრაკონული შეზღუდვების შენარჩუნება. ამიტომ ამ ქვეყნებში, 200 და სამასი შემთხვევაა დღეში, სულ რამოდენიმე ადამიანის გარდაცვალება ყოველდღიურად. ჩვენ ბუნებრივია ვირუსს ვერ გავანულებთ, გამორიცხულია, მაგრამ გეგმაზომიერი დერეგულაცია, პროპორციულად ვაქცინაციის პროცენტის გაზრდის”, – თქვა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კომენტარები
იტვირთება...