ბიძინა კულუმბეგოვი: ნორვეგიაში ვაქცინის შემდგომ მოხდა გარდაცვალება და არა ვაქცინის გამო

ალგორითმში ერთი დაზუსტება განხორციელდა, რომ 80 წელს გადაცილებული ადამიანების ისტორია ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული მის ვაქცინაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“ნორვეგია, რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და დემოკრატიული ქვეყანა და მისი გავრცელებული ინფორმაცია მთელმა მსოფლიომ აიტაცა. მაგრამ თავიდანვე იყო თქმული, რომ მინიშნებაც კი არ იყო, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების უკან შეიძლება იყოს ვაქცინაცია. თუმცა, გუშინ დააზუსტეს ეს ინფორმაცია მათ და თქვეს, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში საშუალოდ კვირაში 400 ადამიანის გარდაცვალება ხდება. მოხდა მონიტორინგი და ჭარბი სიკვდილიანობა არ დადგინდა, ანუ ზედმეტი, ვიდრე ჩვეულებრივ, სხვა კვირებში ხდებოდა. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ ვაქცინის შემდგომ მოხდა გარდაცვალება და არა ვაქცინის გამო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა, ალგორითმში ერთი დაზუსტება განხორციელდა, რომ 80 წელს გადაცილებული ადამიანების ისტორია ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. გეთანხმებით, რომ ეს არის პიროვნული თანხმობით და ბრმად არ კეთდება და მით უმეტეს ძალდატანებით. ექიმმა უნდა გადაწყვიტოს იმ პაციენტს მისი დაავადებებიდან და ფონიდან გამომდინარე იმ კონკრეტულ მომენტში უკეთებს თუ არა ვაქცინას, თუ ცოტა ხანი გადავადდება”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად