ვაშაძე: კოლაბორაციული ხელისუფლება დიალოგის ნაცვლად ბოლშევიკურ ტერორზე გადავიდა

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციის სახელით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“იმის მაგივრად, რომ ამ კოლაბორაციულ ხელისუფლებას საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი დიალოგი, მან დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ აპატიმრებენ არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ლიდერს ნიკა მელიას. დამიჯერეთ, თუ ეს დაპატიმრება შედგა, ეს არ იქნება ბოლო დაპატიმრება. განწირული ხელისუფლებისთვის ყურადღების გადატანის მცდელობაა დაპირისპირებაზე, ძიძგილაობაზე და ქუჩაში თავპირის მტვრევაზე, სასამართლო პროცესებზე, რომელსაც გაასამართლებენ იმისათვის, რომ ისინი საზოგადოების პროტესტს მიუერთდნენ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღინისძიებას ითხოვს. პარლამენტი მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე ხვალ იმსჯელებს, ამის შესახებ განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახაიანმა განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...