ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ”, ზუგდიდში დადიანების სასახლეში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქცია განახორციელა

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ”, ზუგდიდში დადიანების სასახლეში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქცია განახორციელა. “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს.

მადლობა ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქციისთვის,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ყველა ზუგდიდელის მიზანია, დადიანების სასახლეთა კომპლექსი გახდეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და იგი ამ მიზნის მისაღწევად ზუგდიდელებთან ერთად იბრძოლებს და იმუშავებს. „თქვენ ხედავთ დადიანების სასახლეთა კომპლექსის ერთერთ სასახლეს – ეს არის ეკატერინესეული სასახლე. ამ სასახლის რეაბილიტაცია პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. მომავალი წლიდან ჩვენ დავიწყებთ ამ სასახლის რეაბილიტაციას. აქვე არის ნიკოსეული სასახლე, სასახლეთა კომპლექსში და მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილს, რომლებმაც შეძლეს და ეს სასახლე დღეს სრულად რეკონსტრუირებულია.

აქვე არის განახლებული ბოტანიკური ბაღი და როდესაც ჩვენ ეკატერინესეული სასახლის რეკონსტრუქციას დავასრულებთ, ჩვენ ვიმუშავებთ ზუგდიდელებთან ერთად, ეს არის ყველა ზუგდიდელის მიზანი, რომ გავხადოთ ეს სასახლეთა კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე და ეს იქნება ჩვენი სავიზიტო ბარათი“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად