ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია და მუნიციპალიტეტს გადაეცა

,,დღეს,  ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით,   გორის ცენტრში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიის  გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ,,ქართუ“ ჯგუფის და ბიძინა ივანიშვილის ხელწერას.

„წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში, ხელიდან  ხელში გადადიოდა ისე, რომ  ინვესტიცია არ განხორციელებულა. დღეს, ჩვენ გვაქვს საშუალება გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით,   აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებზე და პირებზე გადაცემა, მაგრამ გორის ცენტრში ეს ტერიტორია, ნაგავსაყრელად იყო ქცეული .  მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომ  ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა , თანამედროვე დასასვენებელი პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული ცენტრი . ახალგაზრდული ცენტრი იქნება ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი ,  არაფორმალური განათლების შესაძლებლობა , განვითარების შესაძლებლობა და ზოგადად აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ” ქართუ” ჯგუფის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიდგომას და მის ხელწერას”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია ქალაქს საჩუქრად გადასცა, სადაც „ქართუ“ სრულად დააფინანსებს როგორც თანამედროვე რეკრეაციული ზონის მოწყობას, ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად