ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ქუთაისის უნივერსიტეტისთვის 1 მილიარდი ევრო გამოიყოფა

ფონდი “ქართუს” ერთადერთი დონორის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტისთვის გათვალისწინებულია ჯამურად ერთუ მილიარდი ევროს გაიღება. ეს არის უპრეცედენტო მოცულობის ინვესტირება განათლების დარგში, რაც საქართველოში აქამდე არასდროს მომხდარა” – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.

ქუთაისია უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი  კი იქნება ვოლფანგ ჰერმანი

“ბოლოსთვის შევინახე ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი, დიდი სიხარული მინდა გაცნობოთ, რომ ქუთაისის საერთაშორისიო უნივერსიტეტის საპატუო პრეზიდენტი იქნება მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი ამ ჟამად მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფესორი ვოლფანგ ჰერმანი იქნება” – ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

როგორც პრეზენტაციაზე აღნიშნეს,  2020 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა განათლების საკითხებში მიხეილ ჩხენკელმა ფონდი “ქართუს“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ახალ საგანმანათლებლო სივრცეში ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი იმუშავებს. უნივერსიტეტი უკვე აქტიურად თანამშრომლობს სამეცნიერო დარგში მსოფლიოს წამყვან სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იქნება სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი პროვაიდერი , მეცნიერების და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი მთელს რეგიონში . ის გახდება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს პოზიციონირების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი . უნივერსიტეტის მართვის სისტემა, საგანმანათლებლო მიმართულებები, მკვლევართა და ლექტორთა შერჩევის წესი შესაბამისობაში იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Technical University of Munich, TUM) მართვის სისტემასთან, რომელთანაც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი 2017 წლიდან თანამშრომლობს.

პროექტის პირველ ფაზაში 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება – ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას ესწრებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ფონდ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე, ნიკო ჩხეტიანი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალეკო თევზაძე, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფგანგ ჰერმანი ,“იულიხის” სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერნდ ნოიმაიერი, IBA ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი სერჟ ლამისე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების , საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად