ბიძინა ივანიშვილის 10 რჩევა ბიზნესზე საქართველოს მთავრობას

ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "კვირის 2030"-ში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა ვადებში გაწელილ გახშირებულ საგადასახადო შემოწმებებსა და იმ პრობლემებზე, რაც კანონში არსებული ამ ხარვეზის გამო ბიზნესს ექმნება.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საგადასახადო კოდექსი, რომელიც კერძო კომპანიების რამდენიმეთვიანი ხანგრძლივობით შემოწმებას ითვალისწინებს, შესაცვლელია და მთავრობამ უნდა იფიქროს ამაზე.

„მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ბიზნესთან, მთავრობას უნდა გავურთულოთ და ბიზნესს გავუიოლოთ“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და რამდენიმე წუთის განმავლობაში რამდენიმე მესიჯი გაგზავნა საქართველოს მთავრობის გასაგონად. მათ შორის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯები ასეთი შინაარსის გახლდათ. 

1. თუ გვინდა ქვეყანა გამდიდრდეს, ბიზნეს უნდა მოვეფეროთ;

2. მთავრობამ უნდა მოახერხოს და შეამჭიდროვოს საგადასახადო შემოწმებების  ვადები;

3. მთავრობას ვინც არჩენს, ეს არის ბიზნესი და ბიზნესიდან ამოღებული ფული;

4. მთავრობას უნდა გავურთულოთ და ბიზნესს გავუიოლოთ;

5. ბიზნესი თვითონ მიხედავს თავის ეკონომიას, თავის ხარჯებს, მთავრობაა მისახედი;

6. ხელისუფლებამ ბიზნესს იდეალური პირობები უნდა შეუქმნას;

7. ბიზნესს სახელმწიფომ მეტი კომფორტი უნდა  შეუქმნას;

8. მთავრობა და პარლამენტი მუდმივად უნდა ლობირებდეს ბიზნესს;

9. საგადასახადო კანონი ბიზნესის კომფორტზე უნდა იყოს მორგებული;

10. ბიზნესი სულ არ საჭიროებს ხელისუფლების კონტროლს, ბენზინი როგორ უნდა დახარჯოს მისმა მძღოლმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...