ბიძინა ივანიშვილი: ზოგიერთი პოლიტიკური პარტია გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს – საღი აზრი გაიმარჯვებს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში თავისი არჩევანი მთაწმინდის რაიონის საარჩევნო ოლქში უკვე დააფიქსირა.

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მან გამოიჩინა 31 ოქტომბერს. დღესაც, ამ რთულ პერიოდშიც, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ. ამავდროულად, ყველა ქვეყანამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად და ამბიციურად აფიქსირებს თავის პოზიციებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ პარლამენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად