ბიძინა ივანიშვილი: Unicef-ის კვლევის ნახვის შემდეგ რამდენიმე დღე მძიმედ ვიყვავი

ამის შესახებ აპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

"ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან ეს სწორედ წარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, ეს მას ჩავუთვალე გადაცდომად. თვითონაც იცავდა პოზიციას რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით. ჩვენ "იუნისეფის" კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის ტრაგიკული იყო. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როცა ვნახე რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში "ქართული ოცნების" შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. მაგაში ლომის წილი ჰქონდა ჭარბვალიანობას.

ეს იყო, რაც 2.5 წელიწადნახევარში, რა დროც კვირიკაშვილი პრემიერი იყო, თვე არ გავიდოდა რომ არ შემეხსენებინა. ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის. ეს არის არანორმალური. 2 ბანკი საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან როცა ვხედავთ რომ ჭარბვალიანობის მხრივ საქართველო ისევ პირველ ადგილზე ვართ. საქართველოს მოსახლეობა შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის. ეს სირცვილია", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად