ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილზე გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და გამოვიდა, კაცი

“ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, შალიკოს ტყუპი ძმა გახდა. საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია.” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

“მთავარი პროკურორი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, დამისახელეთ ქვეყანა, სადაც მსგავსი თანამდებობის პირები დასჯილან და ამ დროს დემოკრატიის მიმართულებით ევროპა ტაშს უკრავს „ქართულ ოცნებას“. ეს არის ის, რითაც შემიძლია ვიტრაბახო. ეს მოვახერხეთ ჩვენ. ყველა წელიწადს იქაჩება, ჩამოვალო, გაცილებით ღირსეულად მოიქცა მერაბიშვილი, მოიხადა ვალი და გამოვიდა, კაცი. ამაზე უარის მთქმელები გაჩნდებიან ოპოზიციაში. მთვარიდან ვერავის მოვიყვანთ, უნდა შევეგუოთ იმას, რომ გაჯანსაღდეს ოპოზიცია და გაიგოს, რომ ძალადობაზე უარი უნდა თქვას. ძალადობდნენ ხელისუფლებაშიც და ახლაც. პარლამენტში რომ შევიდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, წყლის დასალევად ამოსვლა ეშინოდათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. თავისნაირად ეგონათ, თუ მოვექცეოდით. მესამე-მეოთხე თვეს, ჩვენებს აღარ უშვებდნენ წყლის დასალევად, ჩვენი ხელწერა რომ დაინახეს. ახლა იქიდან ძალადობენ, გინდა თუ არა ჩვენ უნდა მოვიდეთო. ნახეს, რომ არაფერი გამოდის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად