ბიძინა ივანიშვილი: ნარმანიას სახით აბსოლუტურად ცივილიზებული პოლიტიკოსი გვყავს

"ნარმანია ზედმეტად მეთოდურია, მეცნიერია თავისი განწყობით და მოღვაწეობით. ის პოლიტიკაში მართლაც მეცნიერებიდან წამოვიდა და მთლიანად შეიძლება ეს შლეიფ ვერ მოიშორა", – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"ზედმეტად მკვლევარია, მაგრამ ეს არ აზარალებს იმას რასაც ნარმანია აკეთებს.  შეიძლება ცოტას აყოვნებს, აფერხებს, შეიძლება ცოტა მეტი ცეცხლის დანთება საჭირო, მაგრამ საერთო ჯამში ნარმანიას სახით ჩვენ გვყავს აბსოლუტურად ცივილიზებული და ხალხის სამსახურში მომართული მდგომი პოლიტიკოსი, რომელსაც არ აქვს სხვა განზრახვა გარდა იმისა, რომ გააკეთოს ის, რაც მას კონსტიტუციით ევალება", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2030-ში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად