ბიძინა ივანიშვილი: მურუსიძის ასოცირება გირგვლიანთან ლამაზი არ არის

კითხვაზე: თქვენი პრემიერობის დროს თქვენ საკმაოდ დადებითი გზავნილებით გაუშვით მურუსიძეზე და რა შეფასებას მისცემდით დღეს მის მოსამართლედ დანიშვნას, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა 2030 ში განაცხადა"

"გირგვლიანი იყო სისტემის მსხვერპლი და არა ამ კონკრეტული მოსამართლის და სასამართლოს, თუმცა კონკრეტულ მოსამართლეს და სასამართლოს თავისი წვლილი ჰქონდა, მაგრამ ვისზეც იყო მორგებული ეს მმართველობა, ეს იყო სააკაშვილი და ის 5 კაცი, ვინც დაგისახელეთ.

რა თქმა უნდა, გირგვლიანი თემა იყო საოცრად ტრაგიკული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გავიხსენოთ რომ ამპერიოდში 300 000 მდე პირობითი მსჯავრდებული გვყავდა, უამრავი პატიმრებით იყო ავსებული ციხე, ევროპაში პირელ ადგილზე ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე, წამებები ციხეებში, მკვლელობები, ეს იყო რეალობა და ამით იმართებოდა ყველაფერი. გირგვლიანის თემა იყო ტრაგიკული, ქალბატონი ენუქიძე როგორ გადაყვა თავის შვილს და შეიძლება ვთქვათ, რომ წინააღდეგობის სიმბოლოდ ჩამოყალიბდა. ჩემში და თითოეულ მოქალაქეში დიდ პატივისცემას იწვევს, სისტემის მსხვერპლი გახდა გირგვლიანი და არა ლევან მურუსიძის, რაზეც ამხელა აჟიოტაჟია აწეული. გირგვლიანი მსხვერპლია სააკაშვილის რეჟიმის. 

ჩემი აზრით, რაც ხდება დღეს მურუსიძესთან დაკავშირებით, დაირღვა ის, რასაც მე ასე ვერიდებოდი, ეს არის ხელისუფლების ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმეში. მათ შორისაა პრეზიდენტიც, რომელსაც სურს სასამართლოზეც ზეგავლენა მოახდინოს. მისგან მართულია ეს პროცესი და ყველაფერი მიაწერეს მურუსიძეს.

სამი წ მურუსიძე საბჭოს მდივანია ადა არაფერი კატასტროფა არ გვინახავს, ის რომ გირგვლიანთან მისი ასოცირება, ის რომ ის იყო ყველაზე მძიმე თემა საქართველოს ისტორიაში და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაში ყველაზე დიდი ტრაგედია, რა თქმა, უნდა, ლამაზი არ არის." – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად