ბიძინა ივანიშვილი: “მთელი რუსეთი დავსვი ხელოვნებაზე”

“მე რა ვუქენი ბირჟებს, საერთოდ მაგ დარგის გალერეებს, ყველამ ფული უნდა გადამიხადოს წესით აქეთ, მთელი რუსეთი მე დავსვი გალერეაზე”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “მშვიდობით იარაღო”-ში სტუმრობისას განაცხადა.

 

გადაცემაში ივანიშვილი საკუთარ ცხოვრებაზე საუბრობდა და კონკრეტულ მომენტში, მონეს ნახატის შეძენაზე საუბრობდა.

“მისაბაძი ვიყავი, სულ ელოდნენ ივანიშვილი რაღაცას აკეთებს.. მბაძავდნენ არა, მე არასდროს ვარღვევდი კანონს, მე სულ მივდიოდი იდეალურად, ირგვლივ ყველა ხედავდა და მეც ვხედავდი როგორ კეთდებოდა დიდი ფული, ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის, რომ სადმე კანონი დავარღვიე, რომ რაღაცა ავიღე ვიღაცისგან ისე. ამ დროს ვიდექი იმ ადამიანების რიგში, რომლებიც მხოლოდ ასე ღებულობდნენ..”,-აღნიშნა ივანიშვილმა.

გადაცემის წამყვანებმა ივანიშვილს ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა იგი მოაწყოს საკუთარი ნახატების კოლექციის გამოფენის მოწყობას, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ თავად წამყვანებს სიამოვნებით დაათვალიერებინებს კოლექციას და კოლექციის “გამოფენა არ სურს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად