ბიძინა ივანიშვილი – მოღალატე თუ თავისებური პატრიოტი? – გიორგი თარგამაძის მონოლოგი (ვიდეო)

“ივანიშვილის და მისი გარემოცვის პრობლემა ისაა, რომ როგორც ჩანს მათ უბრალოდ არ სჯერათ დამოუკიდებელი საქართველოს იდეის.”,-ამის შესახებ, გადაცემა, სახელწოდებით – “გიორგი თარგამაძის ფორმულას” წამყვანმა, გიორგი თარგამაძემ მონოლოგში განაცხადა.

“არის კი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოღალატე? ნუთუ ყველაფერი ასე მარტივია. არა. როგორ შეიძლება იყოს მოღალატე იმისა, რაც თავად ძალიან უყვარს. ფაქტია, ის მასშტაბურად ეხმარება ეკლესიას, კულტურის სფეროს, გამოხატავს პატივისცემას ქართული ტრადიციებისა და განსაკუთრებით სუფრის მიმართ, ამაყობს უწყვეტი 3000 წლოვანი ისტორიით, ხალხური ფოლკლორით.

ხშირად აღუნიშნავს, რომ საქართველოში ცხოვრება მისთვის ყველაზე კომფორტულია, ბოლო ინტერვიუში ემოციურად ისაუბრა ქართული გენოფონდის მდგომარეობაზე.

ივანიშვილის და მისი გარემოცვის პრობლემა ისაა, რომ როგორც ჩანს მათ უბრალოდ არ სჯერათ დამოუკიდებელი საქართველოს იდეის. პირიქით ხიფათს ხედავენ ასეთ მოცემულობაში მყოფი ეროვნული სხეულის და მისი იდენტობისთვის. აქედან მოდის ქვეყნის სრული დესუვერენიზაციისაკენ სწრაფვა, აქედან მოდის ქართველების მიერ შექმნილი ეკონომიკისადმი პესიმიზმი და დიდ მეზობელ ეკონომიკაზე მიბმის სურვილი, ან ისეთი ეგზოტიკური იდეების ჩაბღაუჭება, როგორიც სოციალური პრობლემების წინაშე სრული კაპიტულაცია და უცხოეთში სამუშაო ძალის გადამისამართებაა. ე.წ. პრაგმატული, ან რაციონალური პოლიტიკა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური გამოხატულება იმ შინაგანი რწმენისა, უფრო სწორედ მისი დეფიციტისა, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ.

არა ქართველობის ღალატის, ან შეგნებული მტრობის, არამედ ღრმა შინაგანი რწმენის გამო, რომ ამ პატარა ერის ბედი სხვების გადასაწყვეტია და მათ შორის პირველ რიგში იმის, ვისაც დიდი კუნთები აქვს…”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად