Bidzina Ivanishvili & Media: “ტაბულამ” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს გვერდი გაუქმდა

“საინფორმაციო სააგენტო “ტაბულამ” გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს გვერდი გაუქმდა და კავშირში იყო არაკანონიერ ქმედებასთან”,- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და მას შემდეგ ფუნქციონირებს ფეისბუქის ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მონაცემები.”,-ნათქამია განვრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად