ბიძინა ივანიშვილი: მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი პარტია პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და კოალიციას გამორიცხავს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ არა ნაკლებ 55%, არა მეტი 60%, აი ამ შუალედში. გარდა შიდა პარტიულისა, სხვა კვლევებიც არსებობს. გარდა 2-3 არხისა, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები ამაზე მიანიშნებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით არა, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად