ბიძინა ივანიშვილი: “მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ”

"მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ. ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა რამე კომფორტი მე არ გამაჩნია ისეთი, რომ მომერიდოს“, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში „ლილიოდენდრონი“ ამბობს.

ბიძინა ივანიშვილი ციხისძირიდან ხეების გადმოტანის საკითხზე საუბრობს. 

„აჭარაში ლამაზი ადგილები მაქვს მონიშნული. ერთ-ერთი ჩემი გამოსეირნება იყო, თან მაინტერესებდა ეს ხის გადარგვის პროცესი როგორ წავიდოდა. ველოდი, რომ იქ ყველაფერი იყო მოწესრიგებული… ვამტკიცებდი, რომ ყველაფერი კანონიერია, არაფერი დარღვეულა. რკინიზგის იქით არსებული ყველა ხე არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, ნულოვანია მათი ფასეულობა. ეს ხეც ადგილზე დეკორატიულად ვერ გამოდგება. მინუსიც შეიძლება ჰქონდეს. შეიძლება წაიქცეს და რკინიგზა დააზიანოს.

ეს თემა „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“ ხელოვნურად არის აწეული. გასაგებია , რომ ისინი ოპონირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ ჩემი ოპონენტები გახდნენ… ტყიდან, ასეთი ადგილებიდან შეიძლება, ხე გადაირგოს და გაიყიდოს, შეიძლება ეს საქართველოში უპრეცედენტო იყოს, ბევრი განმარტების გაკეთება გვიწევს ამაზე. 

ბოლო დღეებში მაგაზე უკეთესი და მაგის მსგავსი ხეები გაიჩეხა, იქვე ადგილზე გაიარეთ, 50 მეტრში და ნახავთ უზარმაზარ მაგნოლიებს, როგორ აქვს ტოტი ჩამოჭრილი, დამახინჯებულია მაგნოლიები, ქაფურის, თუ ქაფუროს ხეები საწვავად არის გაჩეხილი.

რაც შეეხება ხეებთან და ბუნებასთან დაკავშირებულ საკითხს, მე მაგაზე დიდი ხეები ჩილედან და ესპანეთიდან ჩამომაქვს. მე ფუფუნებით არ ვცხოვრობ. ძვირფასეულობა, ჩასაცმელი ან სხვა რამე კომფორტი მე არ გამაჩნია, რომ ამით ვინმე დავაზიანო. შეიძლება გადაჭარბებული იყოს, რომ ამდენ თანხას ხეების გადატანაზე, დარგვასა თუ ჩამოტანაზე ვხარჯავ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად