ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილმა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება მოისურვა

„თავისდროზე მან სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება მოისურვა. პრეზიდენტს უნდოდა, რომ პრემიერის უფროსიც ყოფილიყო“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „2030“–ში განაცხადა.
 

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტი სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობაშიც დაადანაშაულა. 

„ხელისუფლების არც ერთი შტო არ უნდა ჩაერიოს სასამართლოს მმართველობაში. ეს მოვახერხეთ ჩვენ. ხელისუფლების ნაწილმა, პრეზიდენტიც არის ხელისუფლების ნაწილი, აშკარად გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობა. სწორედ, რომ პრეზიდენტმა, რომელმაც დასაწყისშივე, მოსვლისთანავე, ჩვენი პოლემიკის და დაპირისპირების მიზეზიც ეს იყო, რომ მან მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება თავისდროზე. უსუფაშვილს შვიდჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია და შვიდივეზე უარი თქვა. რაღაც საოცრებებს ითხოვდა. პრეზიდენტმა მოახერხა საკუთარ გუნდთან დაპირისპირება, დაპირისპირების მიზეზიც ის გახლდათ, რომ მას სურდა ამ გუნდის უფროსი ყოფილიყო. სურდა პრემიერის უფროსიც ყოფილიყო და მას ეკარნახა“, – აღნიშნა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად