ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილი გაეროში წავიდა და თავი მოგვჭრა

„პრეზიდენტი მუდამ ილტვოდა, რომ გაეროში წასულიყო. ამ წელს წავიდა და თავი მოგვჭრა“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „2030“–ში განაცხადა.
 

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციით მთავრობაზე ნაკლები უფლებამოსილება აქვს, თუმცა, პრეზიდენტი ამას ეწინააღმდეგება. 

„პრეზიდენტს უნდოდა უფროსი ყოფილიყო ამ გუნდის. ის კონსტიტუციით ამას არ იმსახურებდა. რა უფლებებიც აქვს, ის აქვს. შეგახსენებთ ასოცირების ხელშეკრულებას, ის ხელმოწერა ირაკლი ღრიბაშვილს აჩუქა, ის გაუშვა. ღარიბაშვილს გადასცა ის, რაც მას კონსტიტუციით არ ეკუთვნოდა. ეს მთავრობის პრეროგატივა იყო. ამის შემდგომ ილტვოდა მუდამ, რომ გაეროში უნდა წასულიყოი, ესეც მთავრობის გადასაწყვეტი იყო. არ გაუშვეს და საოცრად ჯიუტობდა, ძალადობდა პირდაპირ. ამ წელს წავიდა მაინც და თავი მოგვჭრა. პირველი პრეცედენტი იყო მსოფლიო ისტორიაში, რომ ერთ ფორუმზე ორი უმაღლესი დელეგაცია ჩავიდა“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად