ბიძინა ივანიშვილი: “მაგ ორისთვის, სამშობლო და ქვეყანა მურმან დუმბაძეა”

ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა აჭარაში განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მურმან დუმბაძის „კოორდინაციას“ ის ახერხებდა. 

"აჭარის პრობლმები გავიხსენოთ და მურმან დუმბაძე, რომელიც ჩვენი თანაგუნდელი იყო და ღირსეულად იბრძოდა. ჩვენი თანაგუნდელები იყვნენ როგორც ქალბატონი მედეა  ვასაძე,  ასევე ჯემალ ფუტკარაძეც. ერთი გუნდის წევრები იყვნენ, მაგრამ სადაღაც იკვეთება პატარა მიზეზი გუნდურობის გაწყვეტის, რაც ისევ პიროვნებაზეა აგებული. ჯერ გადაყვნენ სააკაშვილს და დღესაც იბრძვიან, გაყვნენ ალასანიას, მე სხვანაირად ვერ ვხსნი ამ ქმედებას, მათ არავითარი სხვა საფუძველი არ ჰქონდათ და გადაყვნენ დუმბაძეს. დუმბაძე მუდამ რაღაცის მცდელობაში იყო, მე ვახერხებდი მის კოორდინაციას, მუდამ ვახსენებდი რომ ხელისუფლებაში ყოფნის პრინციპი ასეთია: კეთილი ინებე და შეეგუე, და შენ რაც გევალება, ის გააკეთე. აჭარას ჰყავს მთავრობის მეთაური და მან უნდა მართოს. ეს იყო სულ პრობლემა მურმან დუმბაძესთან. ამ პრობლემებს გადაყვა და გარიცხეს პარტიიდან. ვერაფრით თავი ვერ დაანება ასეთ ამბებს.  

ორი პიროვნება გაჰყვა დუბაძეს, ორივეს პატივს ვცემდი მე დ აღმოჩნდა, რომ  მათთვის სამშობლო და ქვეყანა არის დუმბაძე. სხვა სასაუბრო არც ვასაძეს და არც ფუტკარაძეს არ აქვს იმ საერთო ფრაზების გარდა, რასაც იყენებს „ნაციონალური მოძრაობა".  – განაცხადა ივანიშვილმა 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად