ბიძინა ივანიშვილი: კვირიკაშვილის დროს ბანკებზე რეგულაციებს ვერ მივაღწიე

ამის შესახებ აპარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

"არაფორმალურად არ ვმართავდი არც მთავრობას და მით უმეტეს, ხელისუფლებას. ამის კარგი მაგალითია ის, რომ საზოგადოებამ უკვე გაიგო, მეგობრულად არ დავშორები​ვართ მე და კვირიკაშვილი ერთმანეთს. აქ არის ეს კაცი და თქვას, რამდენად ვმართავდი და ვერეოდი მის ფუნქციებში. რა თქმა უნდა, ასე არ იყო. მცდელობაც კი არ მქონია. ძირითადი მცდელობა მქონდა სწორედ ეკონომიკის იმ ნაწილში, რომ ბანკებმა გადაჭამეს ქვეყანა და რეგულაციები უნდა შემოეღოთ, რასაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ. მასთან დანარჩენ საკითხებში სხვა დაჟინებითი მოთხოვნები და ხშირი ზარები არ მქონია. თვითონ თუ რაღაც ფორმალურ ზარებს ახორციელებდა, მეკითხებოდა, მე შეძლებისდაგვარად ვპასუხობდი", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად