ბიძინა ივანიშვილი: კოალიციას გამოვრიცხავთ – ჩვენ სოლიდური უმრავლესობით მოვალთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. პარტიის ლიდერი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს ოთხ წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომელიც ადამიანზეა მორგებული, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებ ყველას, თავისი სინდისის, ოჯახის მომავლის და თავისი ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ,

ჩვენ კვლევებს ვატარებთ, სტაბილური კვლევები გვაქვს, ჩვენ ვფიქრობთ არა ნაკლებ 55%, არა მეტი 60%, აი ამ შუალედში. გარდა შიდა პარტიულისა, სხვა კვლევებიც არსებობს. გარდა 2-3 არხისა, რომელიც სიცრუეზეა აგებული, მათ ანგარიშს არ ვუწევთ, სხვა დანარჩენი კვლევები ამაზე მიანიშნებს. კოალიციას გამოვრიცხავთ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით არა, სოლიდური უმრავლესობით მოვალთ. მე ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებას” 100 მანდატი ექნება, პლუს-მინუს 2 მანდატი”, – ბიძინა ივანიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად