ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლების წყარო ხალხია და მას მყარად უპყრია ეს უფლება, რაც 2012 წლამდე უზურპატორს ჰქონდა მიტაცებული

ხელისუფლების წყარო ხალხია და მას მყარად უპყრია ეს უფლება, რაც 2012 წლამდე უზურპატორს ჰქონდა მიტაცებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მივესალმები მთელ საქართველოს, მის მრავალეროვან ხალხს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, დედამიწის რომელ წერტილშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს, ყველა მათგანის მზერა მოპყრობილია საკუთარი სამშობლოსკენ.

დღეს იწურება მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა 4 წლის წინ მოგვცა, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მეორე ვადით ანდო ქვეყნის ბედი და მისი განვითარების პერსპექტივა. როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, პირველ რიგში, გულითადი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ ნდობისთვის.

ხელისუფლების წყარო ხალხია და მხოლოდ ის წყვეტს, ვინ უნდა გაუძღვეს ქვეყანას. ასე მუშაობს დემოკრატია და ამაყი ვარ, რომ დღეს ქართველ ხალხს მყარად უპყრია ეს უფლება, რომელიც 2012 წლამდე მიტაცებული ჰქონდა უზურპატორს. მერწმუნეთ, დემოკრატიული შეუქცევადობა ყველაზე ღირებულია პირადად ჩემთვის იმ მიღწევათა შორის, რომელიც ქართული ოცნების მმართველობას და მის წარმატებებს უკავშირდება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად