ბიძინა ივანიშვილი: კახი კავსაძე არის ყველა ღირსებით შემკული ადამიანი, სამშობლოს მოყვარული და უღალატო მეგობარი

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქართველ მსახიობ კახი კავსაძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს.

“უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს – კახი კავსაძეს.
მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია – კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს – კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს” – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად