ბიძინა ივანიშვილი: “იური ვაზაგაშვილმა მითხრა, რომ უკრაინაში ახალი მოწმეები გამოჩნდნენ”

დღეს, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებრივ დარბაზ "ჯაზუში" იური ვაზაგაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა. 
 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ადასტურებს, რომ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და იგი ითხოვდა იმ თანამდებობის პირების გადაყენებას, რომლებიც მისი შვილის მკვლელობაში არიან გარეული. 

ივანიშვილის თქმით, იური ვაზაგაშვილი ამბობდა, რომ უკრაინაში გამოჩნდნენ ახალი მოწმეები, რომლებიც ამ ფაქტს დაადასტურებდნენ და ამით ძალიან გახარებული იყო. "ძალიან ვინერვიულე, ისეთი დეტალები მითხრა და აქეთ მამშვიდებდა. რამდენიმე დღეში კიდევ უნდა შევხვედროდი", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...