ბიძინა ივანიშვილი: იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება, რომ ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“

ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადასასვლელად, რადგან წერილში ნახსენებია, რომ ეს არის მისი ოცნება, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა: „გუნდის წევრებმა შეიძლება, არ და ვერ დამისვეს ეს კითხვა, შეიძლება ბევრს აქვს და ბევრსაც არ მოეწონა, რასაც ვგულისხმობდი. ვგულისხმობდი იმას, რომ, ჩემი აზრით, იმდენად მომწიფდა ქართული საზოგადოება, იმდენი გამოცდილება მიიღო, და დაბრძენდა, რომ უკაცრავად და, ქარაქუცა პარტიებით აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“.

„მე მხედველობაში მქონდა ის, რომ „ქართულ ოცნებაზე“ ნიჭიერი პარტია გაჩნდეს, ვინც ჭეშმარიტად ქვეყანაზე ზრუნვით იქნება დაკავებული, რომ მოიტანს პირველ რიგში გონებრივ რესურსს, აჩვენებს გუნდურობას, აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ უფრო გამჭრიახია და უფრო სწორი მიმართულებით შეუძლია, განავითაროს ჩვენი ქვეყანა. დღევანდელი ოპოზიცია ნახეთ, უნდათ, „ქართულ ოცნებას“ ფეხები მოატეხონ. ამ კრიტიკის იქით არის დაუსაბუთებელი, უარგუმენტო არაკონსტრუქციულობა. ოპონენტმა უნდა გააკრიტიკოს, შენ თუ გვაქვს იმუნიტეტი და ხარ ძლიერი, იმ კრიტიკას იყენებ საშენოდ. ოპონენტსა და ოპოზიციას აქვთ უდიდესი როლი. ეს როლი თუ სწორად არ შესრულდა, ვერც პარტია განვითარდება და ქვეყანასაც დააკლდება. დრო თავისას იზამს. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ძალა გაჩნდება და აჩვენებს საზოგადოებას, რომ უფრო კარგად, დალაგებულად, მწყობრად, გააზრებულად შეუძლია, ქვეყანა სწორი მიმართულებით ატაროს. სანატრელია ისეთი ოპოზიცია, როგორიც „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...