ბიძინა ივანიშვილი: იდეა მაქვს, იქნებ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში

"სიმართლე რომ გითხრათ, აზარტულ თამაშებს სიამოვნებით ავკრძალავდი, მაგრამ ესეც ეკონომიკაა და მკვეთრი დამოკიდებულება ამაზე არ შეიძლება. განსაკუთრებით აჭარაში, ბათუმში, მას სერიოზული პოზიცია უჭირავს, როგორც ბიზნესს და ქვეყნის განვითარებაში ამ პროცესსაც თავისი ადგილი აქვს", – განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

"სასტიკად უნდა გამკაცრდეს იქ არასრულწლოვნების მისვლა და არ დაგიმალავთ, მე გუშინაც მქონდა იდეა და ვსაუბრობდი ამაზე, რომ იქნებ ადგილობრივები არ შევუშვათ ამ კაზინოებში. ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის, ტურისტების დინებასაც უწყობს ხელს კაზინოების არსებობა. ეს ფაქტია და ამას ვერ უარყოფთ.

ამ კაზინოებს თავისი წვლილი და როლი აქვთ, მაგრამ თუ რამე კანონმდებლობას მოიფიქრებთ, მაქსიმალურად გავამკაცრებთ. უამრავი ოჯახი გაუბედურდა, მე ვიცი ეს რა არის", – განაცხადა ივანიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად