“ბიძინა ივანიშვილი ჩემი მენტორია”

საქართველოს პრემიერმინისტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გერმანული Die Welt-ისათვის მიცემულ ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემის შეკითხვაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენას ეხებოდა, პრემიერმინისტრმა განახცადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილისგან ზოგჯერ რჩევებს იღებს. 

"ის არის დიდი ოჯახის, ქართული ოცნების კოალიციის დამფუძნებელი. მე დასაწყისშივე აღვნიშნე, რომ ზოგჯერ ვიღებ რჩევებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ივანიშვილისგან. ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მე მასთან 10 წელი ვიმუშავე. ბუნებრივია, როცა მიმართავ კონსულტაციისთვის ისეთ ადამიანს, რომელსაც სწორი რჩევის მოცემა შეუძლია. მას კარგი რეპუტაცია აქვს, ის 20 წლის განმავლობაში უდიდესი მეცენატი იყო საქართველოში.

მე მისგან რჩევებს ვიღებ სტრატეგიულ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება. მას დიდი საინვესტიციო პროექტები აქვს საქართველოში. მე გავდივარ კონსულტაციებს მთავრობასთან, მოწვეულ მრჩევლებთან. რატომ არ უნდა ვკითხო რჩევა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და რომელიც ჩემი მენტორია?" – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში. 

კომენტარები
იტვირთება...