ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

“გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია – ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა. ანზორ ერქომაიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ნამდვილ საგანძურს – უნიკალურ ქართულ ფოლკლორს, ეროვნულ პოლიფონიას, რომელიც ვაზთან, ნინოს ჯვართან და ქართულ ღვინოსთან ერთად, ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. დღეს მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერას სულ უფრო მეტი მსმენელი და დამფასებელი რომ ჰყავს მთელს მსოფლიოში, ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველასთვის საამაყო ქართველს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს. ვუსურვებ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს! სიყვარულით და პატივისცემით, ბიძინა ივანიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად