ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო (ფოტორეპორტაჟი)

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუერლესთან, ეკატერინე ხვედერიძესთან ერთად აბასთუმანში იმყოფება.

პარტია “ოცნების” ინფორმაციით, დღეს, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე, წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარში ლოცვას დაესწრო.

დღეს დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღეა. აბასთუმანში წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი XIX საუკუნის ბოლოსაა აგებული.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად