ბიძინა გიორგობიანი: “ორ დღეში მტაცებელ ცხოველებზე 700 შეტყობინება შემოვიდა”

"ორ დღეში მტაცებელ ცხოველებზე 700 შეტყობინება შემოვიდა და არც ერთი არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე",-ამის შესახებ თბილისის მერიიის გამწვანების სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა "აიპრესთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, მოსახლეობა მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს.

"ამ ეტაპზე მთელ ქალაში მორიგეობენ როგორც საგანგებო სიტუაციების თანამშრომლები, ასევე მერიის ცხოველთა მონიტორინგის თანამშრომლები. დაახლოებით 700 შეტყობინება შემოვიდა 2 დღეში და არც ერთი არ დაგვიტოვებია რეაგირების გარეშე. ვაქცევთ ყურადღებას, რომ თუ იქნება რაიმე ინფორმაცია,  დროულად იქნეს გადამოწმებული ჩვენგან.

მოსახლეობა უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით, პანიკა საჭირო არ არის და თუ იქნება შეტყობინება გაკეთებული, ჩვენ მადლობლები დავრჩებით. ეს ცრუ განგაშები და ცრუ ინფორმაციები მინდა რომ რამენაირად შეწყდეს",-განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 და 16 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მტაცებელი ცხოველები ან ზოოპარკის ვოლიერებში, ან დამხრჩვალები, ან ლიკვიდირებული არიან. დღეს ვეფხვმა მამაკაცი იმსხვერპლა, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოუხადა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში თბილისის ზოოპარკის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...