ბიძინა გეგიძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს

პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საპარლამეტო უმრავლესობიდან გარიცხეს. გადაწყვეტილება პარტიაში გუშინდელ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

გეგიძე ამ დრომდე რჩება პოლიტსაბჭოს წევრად. “ოცნების” წესდების თანახმათ ბიძინა გეგიძის პარტიიდან გარიცხვაზე გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ უნდა მიიღოს.

ოფიციალური განცხადება, რა გახდა გეგიძის საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის მიზეზი პარტია ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებია.

თუმცა, რამდნეიმე დღის წინ ბიძინა გეგიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

მოაგვიანებით კი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა გეგიძის გამოკითხვაზე დაბარება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება, სადაც დაკონკრეტებული არ იყო მითითებული რა საქმეზეა დაბარებული. რის შემდეგ გეგიძემ თავად განმარტა: სუს-ში ჩემი დაბარება, ჩემს წინა საქმიანობას, კომპანია “საქართველოს ფოსტას” ეხება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად