ბიძინა გეგიძე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრობიდან გარიცხეს

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბიძინა გეგიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მოგესალმებით, დღეს მივიღე შეტყობინება WhatsApp-ით:

გაცნობებთ, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს 2019 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმის N 01 – 0209/19) გარიცხული ხართ პარტიის წევრთა რიგებიდან.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 14 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს პარტიის პოლიტიკურ საბჭოში წესდებით დადგენილი წესით.” – წერს ბიძინა გეგიძე.

შეგახსენებთ, 2019 წლის 2 სექტენბერს, პარტია “ქართულ ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე საპარლამეტო უმრავლესობიდან გარიცხეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად