ბიძინა გეგიძე “ოცნებაზე”: ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც ჩემზე გაბრაზდა

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ის კი არ დაუპირისპირდა, არამედ “ქართული ოცნება” თავის თავს თავად დაუპირისპირდა. ეს განცხადება დეპუტატმა “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.

კითხვაზე, მოსამართლეების დამტკიცებას რომ არ ეთანხმებოდა, გაუბრაზდნენ “ქართულ ოცნებაში”? – ბიძინა გეგიძე პასუხობს, რომ ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც გაბრაზდა.

“ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვინც გაბრაზდა და ვინც ახლა კიდევ აპირებს გაბრაზებას ასეთი გამოთქმისთვის. მე კი არ დავუპირისპირდი “ოცნებას”, არამედ “ქართული ოცნება” დაუპირისპირდა თავის თავს და მერე დაუპირისპირდა ბიძინა გეგიძესა და სხვებსაც.

ჰქონდა თუ არა ღირებულებები და გადაუხვია მას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. შედეგი რა გვაქვს?! ეს უნდა შეაფასოს ამომრცეველმა და უნდა გადალახოს ჩამოყალიბებული ფარდა, ცრუ პროპაგანდა, რომ აი ჩვენ სია დავწერეთ და ა. შ”, – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად