ბიძინა გეგიძე: “ნაცმოძრაობას” არ აქვს უფლება “26 მაისის საქმის” მასალებზე შეფასებები გააკეთოს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის, ვაკის რაიონი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე, ტელეკომპანია „იმედთან“ აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს „ნაციონალურ მოძრაობამ“ პარლამენტის წინ მიტინგი კი არ დაშალა, არამედ დასაჯა და დაატერორა მონაწილეები. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ არ აქვს უფლება ამ საკითხზე შეფასების გაკეთების უფლება არ აქვს.

„ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის ყველაფერი ცხადი იყო, უბრალოდ პროკურატურამ წარმოდგინა ფაქტობრივი მასალა, მტკიცებულებები, გამოძიებამ დადო თავისი შედეგები. კარგია რომ დამთავრდა გამოძიება, შეიძლება გვიან, მაგრამ ეს არის იმის ტენდენცია, რომ ყველა საქმე სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება აუცილებლად დასრულდება და მხოლოდდამხოლოდ მტკიცებულებებით უნდა აგოს ყველა დამნაშავემ პასუხი. 

მე ემოციების გარეშე ვერ ვილაპარაკებ 26 მაისის ღამეზე, რადგან იქ კარგად გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება საკუთარი ხალხის მიმართ. ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო დასჯა, დატერორება, ყველანაირი ნორმების დარღვევა. 

მიუხედავად იმისა, რომ იმ ღამეს რაც მოხდა კარგად მახსოვს, გავრცელებულ კადრებში იმ მოწოდებებმა და ბრძანებებმა რაც მე ვნახე, ჩემზე ძალიან იმოქმედა. აქედან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობის“ შეფასებები გამოძიების შედეგებზე მიუღებელია. კიდევ ერთხელ ყველამ კარგად ვნახეთ რაც იყო ეს რეჟიმი.

ადამიანებმა რომლებმაც მოაწყვეს 26 მაისი, ახლა ჭკუას არიგებენ, რომ ეს მანიპულაცია და წინასაარჩევნოდ მომზადებული სიუჟეტი თუ მასალაა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ამ ადამიანება არ აქვს ის ნდობა და დამსახურება, რომ ასეთი შეფასებები გააკეთონ“. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად