ბიძინა გეგიძე: ბრიფინგზე ვიტყვი, ახლა სათითაოდ კომენტარები, უკაცრავად, რა…

ბიძინა გეგიძე ანტიკორუფციულ სააგენტოში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც მან “ტვ პირველს” სატელეფონო საუბრისას განუცხადა, დღის მეორე ნახევარში გამართავს ბრიფინგს, სადაც ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

“ბრიფინგზე ვიტყვი, ბრიფინგზე. ახლა კიდე სათითაოდ კომენტარები, უკაცრავად რაა, მაგრამ ბრიფინზე, დღის მეორე ნახევარში, ზუსტად არ ვიცი, 2-ზე/3-ზე”, – განაცხადა გეგიძემ.

შეგახსენებთ, “ანტიკორუფციულ სააგენტოში, 2018 წლის 2 აგვისტოდან მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში ბიძინა გეგიძე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია ანტიკორუფციულ სააგენტოში 2019 წლის 19 აგვისტოს 11 საათზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა გეგიძეს უწყება თავდაპირველად გაეგზავნა და ჩაბარდა 3 მაისს, თუმცა მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა. მეორედ მას უწყება 17 აგვისტოს ჩაბარდა. აღნიშნული გამოძიება მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად