ბიძინა გეგიძე ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, უზენაესის მოსამართლეების საკითხზე პოლიტსაბჭო შეიკრიბოს

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

„პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებაში, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მოწერილ შემოთავაზებაში, გაჩნდა გარკვეული იმედის მომცემი კონტურები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. როგორც 9 იანვრის ჩემი მიერ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში ვსაუბრობდი, საჭიროა, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინოს პროცესის მართვის მისეული ხედვა. თუმცა, წარმოდგენილი ხედვა არასაკმარისია, რადგან პროცესი არ უნდა დაიწყოს არც მიქაუტაძესთან კონსულტაციებითა და შეხვედრებით და არც მეთოფიშვილის ტრაქტატების ფონზე. რაც ყველაზე მთავარია, არ უნდა მოხდეს პროცესის დაწყება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაფერადებით; ვერ გაფერადდება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რადგან არაჯანსაღი პროცესები სწორედ მანდედან დაიწყო; არაჯანსაღი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის შედგენა, არაჯანსაღად მოხდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ამ სიის გატანა და არაჯანსაღი პროცედურით მოხდა პარლამენტში ამ სიის შემოტანა. თუმცა, ჩვენ შევძელით და შევაჩერეთ ეს პროცესი.

აუცილებელია, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და პროგრესული, ამიტომ, მე, როგორც პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, მივმართავ პარტიის თავმჯდომარეს, შეკრიბოს პოლიტსაბჭო, რადგან ყველამ ერთად ვიმსჯელოთ კონკრეტული ნაბიჯებზე, რაც ბევრად მკვეთრი იქნება. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ამ ნეგატიურ ფონზე საზოგადოებაში გაჩნდება ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ,“ – აცხადებს ბიძინა გეგიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...