ბიბისიმ სამსახურიდან გაათავისუფლა 41 წლის უსინათლო ჟურნალისტი, რომელმაც ოფისში პორნო ვიდეო გადაიწერა კომპიუტერში

ინფორმაციას ამის შესახებ ინგლისური პორტალი thesun.co. uk ავრცელებს.

ბიბისის უელსის ქალაქ სოუნსის ოფისში კომპიუტერში გადაწერილი X-რეიტინგის ვიდეოების (ფილმების კლასიფიკაციის ბრიტანული საბჭოს მიხედვით ამ კატეგორიის ნაწარმოებში შეიძლება იყოს არანორმატული ლექსიკა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სცენა, რეალური სექსუალური აქტივობის მკაფიო გამოსახულებას და სხვა მისთანანს. – “აიპრესი”) გადაწერის გამო 41 წლის ნილ პრაიორი ადმინისტრაციაში დაიბარეს და სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აცნობეს.

ნილ პრაიორი, რომელიც 13 წლის ასაკიდან უსინათლოა, ბიბისიში 2001 წლიდან მუშაობდა. 2004 წელს იგი გახდა პირველი უსინათლო რეპორტიორი, რომელმაც ჩაწერა ინტერვიუ შინაგან საქმეთა უსინათლო მინისტრ დევიდ ბლანკეტთან. მინისტრი წინასაარჩევნო კამპანიის დროს კარდიფში ჩავიდა და რედაქციამ სპორტის განყოფილებაში მომუშავე 25 წლის ნილ პრიაიორს მასთან ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა.

ნილი ინტერვიუს ჩასაწერად თავის ძაღლ-გამყოლ ლინტონთან ერთად ესტუმრა მინისტრს, რომელთან ერთადაც მისი განუყრელი თანამგზავრი ლუსი იმყოფებოდა.

“თავზარდაცემული ვიყავი – არა იმიტომ, რომ ინტერვიუს ვიღებდი მისტერ ბლანკეტთან, არამედ იმიტომ, რომ მეშინოდა, ლინტონი არ ანერვიულებულიყო და არ დასხმოდა თავს მის ძაღლს.” “საბედნიეროდ” ორივე ძაღლს კარგად ეჭირა თავი “ყველაფერი კარგად წარიმართა”, – ამბობდა მაშინ ნილ პრაიორი და დასძენდა რომ ინტერვიუს წარმატებულობის მიუხედავად, კვლავ სპორტულ რეპორტაჟებით დაკავდებოდა, რადგან სწორედ ეს იყო მისი გატაცება.

“ვერავინ ვერ ხვდება, რისთვის ჩატვირთა მან პორნო”, მე მას რამდენიმე წელია ვიცნობ, ის სრულებით უსინათლოა”, “შეიძლება ის საუნდტრეკს უსმენდა. მე უბრალოდ არ ვიცი, კიდევ სხვა რისთვის უნდა დასჭირვებოდა ეს მასალები. სამწუხაროა, ის საუცხოო ბიჭი და ნიჭიერი ჟურნალისტია”, – ამბობს მისი ერთ-ერთი კოლეგა.

“ყველა აღფრთოვანებულია ნილით, ის ნიჭიერი ბიჭია, ახალ ამბებში და სპორტში მუშაობდა. წავიდა ფიქრებში. არაფერი საქმე არ იყო საკეთებელი ან რაღაც ამდაგვარი”, – ამბობს ნილის მეორე კოლეგა.

პრაიორი ადრე ბიბისი ონლაინზე კომპიუტერით და ტელეფონით მუშაობის დროს არსებულ სირთულეების შესახებ წერდა.

“ჩვენ საკადრო საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ”, – აცხადებს ნილ პრაიორზე კითხვის საპასუხოდ ბიბისის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად