ბიბილოვი: რუსეთია ის ძალა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბლოვმა კიევს მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა, დონბასში მსხვერპლის თავიდან აცილები მიზნით, იტყობინება სააგენტო “რესი”.

“მსოფლიო წესრიგში, სადაც რუსეთია – იქ განვითარებაა, სადაც ამერიკაა იქ ომი და სიკვდილია… მთლიანობაში რუსეთია ის ძალა, რომელსაც სურს დახმარება და არა წართმევა. სურს, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს. ეჭვგარეშეა, უკრაინა, რომ მინსკის შეთანხმებას ასრულებდეს, მსხვერპლი არ იქნებოდა. მინსკის შეთანხმების მთავარი არსიც ხომ ეგაა, არ იყოს მსხვერპლი”, – განაცხადა ბიბილოვმა ლუგანსკში.

მისი სიტყვებით, დონბასში დრო ადამიანების სიცოცხლის ფასით იზომება.

“შვიდი წელი მცირე და ამავე დროს დიდი ვადაა, ვადა ხომ მხოლოდ დღეებით, სააათებით და წლებით არ იზომება. ამ შემთხვევაში, დონბასში ის იზომება ადანიამური სიცოცხლით. ესაა ყველაზე ფასეული და ძვირფასი რაც თითოეულ რესპუბლიკას აქვს”, – განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...