A1 ბანერი

BFMTV: ტაძარში, ხანძრის შედეგად გადარჩენილ საგანძურს ლუვრის მუზეუმში შეინახავენ

პარიზში, ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის დროს გადარჩენილი ყველა საგანძური მერიის შენობაში შეინახეს და მოგვიანებით, ლუვრის მუზეუმს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის თანახმად, ტაძარში არსებული საგანძური 16 აპრილს, ღამით პარიზის მერიაში უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს.
“16 ან 17 აპრილს, საგანძურს ლუვრის მუზეუმს გადასცემენ”, – აღნიშნავს ტელეარხის წყარო.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად განადგურებულია ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლებიამბობენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

“აიპრესი”გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, თუ როგორ გამოიყურება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...